HPV · ადამიანის პაპილომავირუსი

გჭირდებათ თუ არა ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინა?

უპასუხეთ რამდენიმე კითხვას და გაიგეთ, რეკომენდებულია თუ არა თქვენთვის (ან თქვენი შვილისთვის) HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - საქართველოს სახელმწიფო პროგრამისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მიხედვით.

დასაწყისი
ვისთვის ეძებთ ინფორმაციას?
HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინა თანაბრად რეკომენდებულია ორივე სქესისთვის. სქესს მხოლოდ იმისთვის გეკითხებით, რომ რეკომენდაცია ზუსტად მოვარგოთ.
ასაკი
რამდენი წლის ხართ?
HPV ვაქცინაციის სქემა ასაკზეა დამოკიდებული. აირჩიეთ შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფი.
9–14 წელი · 1
მიღებული გაქვთ თუ არა HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინა?
თუ არ ხართ დარწმუნებული, აირჩიეთ „არ ვიცი" - ზედმეტი დოზა საშიში არ არის.
9–14 წელი · 2
დაქვეითებული გაქვთ თუ არა იმუნური სისტემა?
მაგალითად: აივ ინფექცია, ხართ ორგანოს ან ძვლის ტვინის რესიპიენტი, გაქვთ ავთვისებიანი სიმსივნე, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი, აუტოიმუნური დაავადება, ხართ იმუნოსუპრესიულ მკურნალობაზე.
9–14 წელი · 3
ხართ თუ არა ორსულად?
ვაქცინაცია რეკომენდებულია

რეკომენდებულია HPV ვაქცინაცია - 2 დოზა

9–14 წელი ვაქცინაციის ოპტიმალური ასაკია. 15 წლამდე სახელმწიფო პროგრამით ტარდება ორჯერადი ვაქცინაცია.

  • სქემა: 2 დოზა. აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი - 6 თვე.
  • სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვაქცინაცია ხელმისაწვდომია 9 წლიდან 45 წლის ჩათვლით, როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის.
  • ვაქცინა თანაბრად რეკომენდებულია როგორც გოგოებისთვის, ისე ბიჭებისთვის.
  • ასაცრელად ან დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ოჯახის ექიმს ან ნსდს-ს ცხელ ხაზს (📞 116 001). აქ შეგიძლიათ ნახოთ ამცრელი პუნქტები.
ვაქცინა ყველაზე ეფექტური სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდეა, სანამ ვირუსთან შეხება მოხდება - სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული ადრეული ასაკი.
აცრამდე რაიმე ანალიზი - HPV ტესტი, სისხლის ან ორსულობის ტესტი - საჭირო არ არის.
15–45 წელი · 1
მიღებული გაქვთ თუ არა HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინა?
თუ არ ხართ დარწმუნებული, აირჩიეთ „არ ვიცი" - ზედმეტი დოზა საშიში არ არის.
15–45 წელი · 2

15–45 წელი · 3
ხართ თუ არა ორსულად?
ვაქცინაცია რეკომენდებულია

რეკომენდებულია HPV ვაქცინაცია - 3 დოზა

15 წლიდან 45 წლის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამით ტარდება სამჯერადი ვაქცინაცია.

  • სქემა 0 – 2 – 6 თვე: პირველი აცრა - ახლა; მე-2 აცრა - 2 თვის შემდეგ; მე-3 აცრა - პირველიდან 6 თვის შემდეგ. მე-2 და მე-3 აცრებს შორის მინიმუმ 3 თვე უნდა იყოს გასული.
  • სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვაქცინაცია ხელმისაწვდომია 9 წლიდან 45 წლის ჩათვლით, როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის.
  • აცრა სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგაცაა რეკომენდებული.
  • ასაცრელად ან დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ოჯახის ექიმს ან ნსდს-ს ცხელ ხაზს (📞 116 001). აქ შეგიძლიათ ნახოთ ამცრელი პუნქტები.
ვაქცინა იცავს HPV-ის იმ ტიპებისგან, რომლებთანაც ჯერ შეხება არ გქონიათ. ამიტომ სქესობრივი ცხოვრების დაწყებაც კი არ არის აცრაზე უარის თქმის მიზეზი.
აცრამდე რაიმე ანალიზი - HPV ტესტი, სისხლის ან ორსულობის ტესტი - საჭირო არ არის. ვაქცინაცია არ ცვლის საშვილოსნოს ყელის სკრინინგს - აცრილმა ქალებმაც უნდა გააგრძელონ რეგულარული გამოკვლევა.
ვაქცინაცია რეკომენდებულია

გჭირდებათ 3 დოზა

იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი დაქვეითების დროს რეკომენდებულია სამდოზიანი კურსი - ასაკის მიუხედავად.

  • სქემა: 1-ლი დოზა - ახლა; მე-2 - 1–2 თვის შემდეგ; მე-3 - 6 თვის შემდეგ.
  • მინიმალური ინტერვალები: 1-ლსა და მე-2 დოზას შორის - 4 კვირა; მე-2-სა და მე-3-ს შორის - 12 კვირა; 1-ლსა და მე-3-ს შორის - 5 თვე.
  • თუ დოზა მინიმალურ ინტერვალზე ადრე გაკეთდა, ის უნდა გამეორდეს.
  • ასაცრელად ან დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ოჯახის ექიმს ან ნსდს-ს ცხელ ხაზს (📞 116 001). აქ შეგიძლიათ ნახოთ ამცრელი პუნქტები.
დაქვეითებული იმუნიტეტის დროს ორგანიზმის პასუხი ვაქცინაზე უფრო სუსტია, ამიტომ საჭიროა სამი დოზა. სწორედ ამ ჯგუფშია HPV-სთან დაკავშირებული დაავადებების რისკი ყველაზე მაღალი.
ვაქცინაცია არ ცვლის საშვილოსნოს ყელის სკრინინგს - აცრილმა ქალებმაც უნდა გააგრძელონ რეგულარული გამოკვლევა.
დამატებითი დოზა არ არის საჭირო

სრული კურსი გავლილი გაქვთ - დამატებითი აცრა არ გჭირდებათ

HPV ვაქცინის დაცვა ხანგრძლივია: კვლევებით დადასტურებულია მინიმუმ 10 წლიანი დაცვა, შესუსტების ნიშნების გარეშე.

  • განმეორებითი ვაქცინაცია ან „გამაძლიერებელი" დოზა საჭირო არ არის.
  • თუ ადრე ორ- ან ოთხვალენტიანი ვაქცინა გაიკეთეთ, 9-ვალენტიანით ხელახლა აცრა არ არის რეკომენდებული - სარგებელი მინიმალურია.
  • აცრის შემდეგ ანტისხეულების შემოწმება (სეროლოგია) საჭირო არ არის.

რეკომენდებული არ არის

46 წლის შემდეგ HPV ვაქცინაცია არ არის რეკომენდებული

ვაქცინა შესწავლილი და დამტკიცებულია 45 წლის ასაკამდე; სახელმწიფო პროგრამაც 45 წლის ჩათვლით მოქმედებს.

  • ამ ასაკისთვის ადამიანების უმეტესობას უკვე ჰქონდა შეხება HPV-სთან, ამიტომ ვაქცინის სარგებელი მნიშვნელოვნად ნაკლებია.
  • ვაქცინა არ მკურნალობს უკვე არსებულ ინფექციას ან HPV-სთან დაკავშირებულ დაზიანებას.

აცრა გადაიდოს

ორსულობის პერიოდში აცრა გადაიდოს

HPV ვაქცინა ორსულობისას არ არის რეკომენდებული, რადგან ორსულებზე სრულფასოვანი კვლევები არ არის ჩატარებული.

  • დაასრულეთ კურსი მშობიარობის შემდეგ - თავიდან დაწყება საჭირო არ არის.
  • ძუძუთი კვების პერიოდში ვაქცინაცია დაშვებულია.
  • თუ აცრა გაიკეთეთ მანამ, სანამ ორსულობის შესახებ გეცოდინებოდათ - არსებული მონაცემები დამამშვიდებელია.
აცრამდე ორსულობის ტესტი საჭირო არ არის. ვაქცინაცია არ ცვლის საშვილოსნოს ყელის სკრინინგს - აცრილმა ქალებმაც უნდა გააგრძელონ რეგულარული გამოკვლევა.
ასაკი
რამდენი წლის ხართ?
HPV ვაქცინაციის სქემა ასაკზეა დამოკიდებული. აირჩიეთ შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფი.
9–14 წელი · 1
მიღებული გაქვთ თუ არა HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინა?
თუ არ ხართ დარწმუნებული, აირჩიეთ „არ ვიცი" - ზედმეტი დოზა საშიში არ არის.
9–14 წელი · 2
დაქვეითებული გაქვთ თუ არა იმუნური სისტემა?
მაგალითად: აივ ინფექცია, ხართ ორგანოს ან ძვლის ტვინის რესიპიენტი, გაქვთ ავთვისებიანი სიმსივნე, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი, აუტოიმუნური დაავადება, ხართ იმუნოსუპრესიულ მკურნალობაზე.
ვაქცინაცია რეკომენდებულია

რეკომენდებულია HPV ვაქცინაცია - 2 დოზა

9–14 წელი ვაქცინაციის ოპტიმალური ასაკია. 15 წლამდე სახელმწიფო პროგრამით ტარდება ორჯერადი ვაქცინაცია.

  • სქემა: 2 დოზა. აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი - 6 თვე.
  • სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვაქცინაცია ხელმისაწვდომია 9 წლიდან 45 წლის ჩათვლით, როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის.
  • ვაქცინა თანაბრად რეკომენდებულია როგორც გოგოებისთვის, ისე ბიჭებისთვის.
  • ასაცრელად ან დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ოჯახის ექიმს ან ნსდს-ს ცხელ ხაზს (📞 116 001). აქ შეგიძლიათ ნახოთ ამცრელი პუნქტები.
ვაქცინა ყველაზე ეფექტური სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდეა, სანამ ვირუსთან შეხება მოხდება - სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული ადრეული ასაკი.
აცრამდე რაიმე ანალიზი - HPV ტესტი, სისხლის ან ორსულობის ტესტი - საჭირო არ არის.
15–45 წელი · 1
მიღებული გაქვთ თუ არა HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინა?
თუ არ ხართ დარწმუნებული, აირჩიეთ „არ ვიცი" - ზედმეტი დოზა საშიში არ არის.
15–45 წელი · 2
დაქვეითებული გაქვთ თუ არა იმუნური სისტემა?
მაგალითად: აივ ინფექცია, ხართ ორგანოს ან ძვლის ტვინის რესიპიენტი, გაქვთ ავთვისებიანი სიმსივნე, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი, აუტოიმუნური დაავადება, ხართ იმუნოსუპრესიულ მკურნალობაზე.
ვაქცინაცია რეკომენდებულია

რეკომენდებულია HPV ვაქცინაცია - 3 დოზა

15 წლიდან 45 წლის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამით ტარდება სამჯერადი ვაქცინაცია.

  • სქემა 0 – 2 – 6 თვე: პირველი აცრა - ახლა; მე-2 აცრა - 2 თვის შემდეგ; მე-3 აცრა - პირველიდან 6 თვის შემდეგ. მე-2 და მე-3 აცრებს შორის მინიმუმ 3 თვე უნდა იყოს გასული.
  • კაცებისთვის ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამას ახლახან დაემატა.
  • აცრა სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგაცაა რეკომენდებული.
  • ასაცრელად ან დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ოჯახის ექიმს ან ნსდს-ს ცხელ ხაზს (📞 116 001). აქ შეგიძლიათ ნახოთ ამცრელი პუნქტები.
ვაქცინა იცავს HPV-ის იმ ტიპებისგან, რომლებთანაც ჯერ შეხება არ გქონიათ. ამიტომ სქესობრივი ცხოვრების დაწყებაც კი არ არის აცრაზე უარის თქმის მიზეზი.
აცრამდე რაიმე ანალიზი - HPV ტესტი, სისხლის ან ორსულობის ტესტი - საჭირო არ არის.
ვაქცინაცია რეკომენდებულია

გჭირდებათ 3 დოზა

იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი დაქვეითების დროს რეკომენდებულია სამდოზიანი კურსი - ასაკის მიუხედავად.

  • სქემა: 1-ლი დოზა - ახლა; მე-2 - 1–2 თვის შემდეგ; მე-3 - 6 თვის შემდეგ.
  • მინიმალური ინტერვალები: 1-ლსა და მე-2 დოზას შორის - 4 კვირა; მე-2-სა და მე-3-ს შორის - 12 კვირა; 1-ლსა და მე-3-ს შორის - 5 თვე.
  • თუ დოზა მინიმალურ ინტერვალზე ადრე გაკეთდა, ის უნდა გამეორდეს.
  • ასაცრელად ან დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ოჯახის ექიმს ან ნსდს-ს ცხელ ხაზს (📞 116 001). აქ შეგიძლიათ ნახოთ ამცრელი პუნქტები.
დაქვეითებული იმუნიტეტის დროს ორგანიზმის პასუხი ვაქცინაზე უფრო სუსტია, ამიტომ საჭიროა სამი დოზა. სწორედ ამ ჯგუფშია HPV-სთან დაკავშირებული დაავადებების რისკი ყველაზე მაღალი.
ზუსტი სქემა ექიმთან შეათანხმეთ.
დამატებითი დოზა არ არის საჭირო

სრული კურსი გავლილი გაქვთ - დამატებითი აცრა არ გჭირდებათ

HPV ვაქცინის დაცვა ხანგრძლივია: კვლევებით დადასტურებულია მინიმუმ 10 წლიანი დაცვა, შესუსტების ნიშნების გარეშე.

  • განმეორებითი ვაქცინაცია ან „გამაძლიერებელი" დოზა საჭირო არ არის.
  • თუ ადრე ორ- ან ოთხვალენტიანი ვაქცინა გაიკეთეთ, 9-ვალენტიანით ხელახლა აცრა არ არის რეკომენდებული - სარგებელი მინიმალურია.
  • აცრის შემდეგ ანტისხეულების შემოწმება (სეროლოგია) საჭირო არ არის.
ვაქცინა იცავს HPV-ით გამოწვეული კონდილომებისა და კიბოსგან, თუმცა არა ყველა ტიპისგან.
რეკომენდებული არ არის

46 წლის შემდეგ HPV ვაქცინაცია არ არის რეკომენდებული

ვაქცინა შესწავლილი და დამტკიცებულია 45 წლის ასაკამდე; სახელმწიფო პროგრამაც 45 წლის ჩათვლით მოქმედებს.

  • ამ ასაკისთვის ადამიანების უმეტესობას უკვე ჰქონდა შეხება HPV-სთან, ამიტომ ვაქცინის სარგებელი მნიშვნელოვნად ნაკლებია.
  • ვაქცინა არ მკურნალობს უკვე არსებულ ინფექციას ან HPV-სთან დაკავშირებულ დაზიანებას.
თუ განსაკუთრებული გარემოება გაქვთ, ესაუბრეთ ექიმს.
ჯერ ადრეა

ამ ასაკში HPV ვაქცინაცია ჯერ არ ტარდება

HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 9 წლის ასაკიდან იწყება - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშიც.

  • დაელოდეთ სათანადო ასაკს; ვაქცინაცია ბავშვობის სხვა გეგმიურ აცრებს არ ცვლის.
  • ამ ასაკში გეგმიური აცრების შესახებ ინფორმაცია ოჯახის ექიმისგან მიიღეთ.
შეგიძლიათ ეს კითხვარი ხელახლა გაიაროთ, როცა ბავშვი 9 წლის გახდება.
დაასრულეთ კურსი

დაასრულეთ დაწყებული კურსი - თავიდან დაწყება საჭირო არ არის

თუ ვაქცინაციის კურსი შეწყდა, მისი გაგრძელება ნებისმიერი დროის შემდეგ შეიძლება. რამდენი ხანიც არ უნდა გასულიყო, დოზები თავიდან არ იწყება.

  • დარჩენილი დოზების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რა ასაკში დაიწყეთ და რამდენი დოზა გაქვთ უკვე მიღებული - ეს ექიმთან დააზუსტეთ.
  • სასურველია კურსის დასრულება იმავე ტიპის ვაქცინით; თუ ეს შეუძლებელია, სხვა ტიპითაც შეიძლება.
  • ასაცრელად ან დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ოჯახის ექიმს ან ნსდს-ს ცხელ ხაზს (📞 116 001). აქ შეგიძლიათ ნახოთ ამცრელი პუნქტები.
ვაქცინაცია არ ცვლის საშვილოსნოს ყელის სკრინინგს - აცრილმა ქალებმაც უნდა გააგრძელონ რეგულარული გამოკვლევა.
დაასრულეთ კურსი

დაასრულეთ დაწყებული კურსი - თავიდან დაწყება საჭირო არ არის

თუ ვაქცინაციის კურსი შეწყდა, მისი გაგრძელება ნებისმიერი დროის შემდეგ შეიძლება. რამდენი ხანიც არ უნდა გასულიყო, დოზები თავიდან არ იწყება.

  • დარჩენილი დოზების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რა ასაკში დაიწყეთ და რამდენი დოზა გაქვთ უკვე მიღებული - ეს ექიმთან დააზუსტეთ.
  • სასურველია კურსის დასრულება იმავე ტიპის ვაქცინით; თუ ეს შეუძლებელია, სხვა ტიპითაც შეიძლება.
  • ასაცრელად ან დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ოჯახის ექიმს ან ნსდს-ს ცხელ ხაზს (📞 116 001). აქ შეგიძლიათ ნახოთ ამცრელი პუნქტები.
ვაქცინა იცავს HPV-ით გამოწვეული დაავადებებისგან, თუმცა არა ყველა ტიპისგან.

ხშირად დასმული კითხვები

უსაფრთხოა თუ არა HPV ვაქცინა?
დიახ, ეს ვაქცინა უკვე მილიონობით ადამიანს აქვს მიღებული მსოფლიოს მასშტაბით და მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება მრავალჯერ დადასტურდა. ვაქცინის შემდგომი ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია ადგილობრივი რეაქციები - ნანემსარის ტკივილი, სიწითლე და შეშუპება. სერიოზული გვერდითი მოვლენები 0.1%-ზე ნაკლებ ადამიანებში ვლინდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინების უსაფრთხოების გლობალურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ ვაქცინის სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება რისკს.
ვის უტარდება ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამით?
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვაქცინაცია ტარდება 9-45 წლის ასაკში - როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის.
იწვევს თუ არა ვაქცინა უნაყოფობას?
არა. გავრცელებული მითი, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უშვილობას იწვევს, სიმართლეს არ შეესაბამება და ეს კვლევებით დასტურდება.
რატომ უნდა დაველოდო აცრის შემდეგ 15 წუთით?
ვაქცინის შემდეგ (განსაკუთრებით მოზარდებში) შესაძლებელია ადამიანს ჰქონდეს გულის წასვლის ეპიზოდი. მსგავსი შემთხვევები სხვა ვაქცინების დროსაც ფიქსირდება და არ აქვს კავშირი თავად ვაქცინის ტიპთან - დაკავშირებულია ფსიქოემოციურ ფონთან. 15-წუთიანი ლოდინი ამცირებს უეცარი დავარდნისა და ტრავმების მიღების რისკს.
საჭიროა თუ არა რაიმე ტესტი აცრამდე?
არა. HPV-ის ტესტი, სისხლის ანალიზი ან ორსულობის ტესტი აცრამდე საჭირო არ არის. აცრის შემდეგ ანტისხეულების შემოწმებაც არ არის რეკომენდებული.
მკურნალობს თუ არა ვაქცინა უკვე არსებულ HPV-ს ან კონდილომებს?
არა. HPV ვაქცინა პროფილაქტიკურია - ის იცავს ახალი ინფექციისგან, მაგრამ ვერ განკურნავს უკვე არსებულ ინფექციას, კონდილომებს ან საშვილოსნოს ყელის ცვლილებებს. სამკურნალო ვაქცინები კვლევის ეტაპზეა და ჯერ ხელმისაწვდომი არ არის.
მაქვს კონდილომები ან არანორმალური ციტოლოგია - მაინც უნდა გავიკეთო?
დიახ, თუ ასაკობრივად რეკომენდაციაში ხვდებით. წარსული ინფექცია ან არანორმალური ნაცხი აცრის უკუჩვენება არ არის. ვაქცინა დაგიცავთ HPV-ის იმ ტიპებისგან, რომლებიც ჯერ არ შეგხებიათ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ უკვე არსებულ ცვლილებაზე ვაქცინა გავლენას არ მოახდენს.
გამომრჩა დოზა - თავიდან უნდა დავიწყო კურსი?
არა. რამდენი ხანიც არ უნდა გასულიყო, კურსი გრძელდება იქიდან, სადაც შეწყდა. თავიდან დაწყება არასდროსაა საჭირო.
ბიჭებსაც სჭირდებათ HPV ვაქცინა?
დიახ. HPV იწვევს პენისის, ანუსის, პირისა და ხახის კიბოს მამაკაცებშიც, ასევე კონდილომებს. გარდა ამისა, ბიჭების აცრა ამცირებს ვირუსის გავრცელებას და ირიბად იცავს ქალებსაც. ბოლო წლებში ხახის კიბოს შემთხვევები მამაკაცებში იზრდება და მათი უმეტესობა HPV-სთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ დაემატა კაცებისთვის ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამას.
შემიძლია თუ არა ვაქცინა სხვა აცრებთან ერთად გავიკეთო?
დიახ. HPV ვაქცინა უსაფრთხოდ კეთდება იმავე ვიზიტზე სხვა ასაკობრივად შესაბამის ვაქცინებთან ერთად (მაგ., ტეტანუს-დიფთერია-ყივანახველა), უბრალოდ სხეულის სხვადასხვა ადგილას.
ვაქცინა თუ გავიკეთე, სკრინინგი აღარ მჭირდება?
მჭირდებათ. ვაქცინა იცავს საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ტიპების დაახლოებით 90%-ისგან - მაგრამ არა ყველასგან. ამიტომ აცრილმა ქალებმაც უნდა გააგრძელონ საშვილოსნოს ყელის რეგულარული სკრინინგი ზუსტად ისე, როგორც აუცრელებმა.